ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის უფროსი ადმირალის, ენტონი რადაკინის ინფორმაციით, “გასულ თვეში დაშავებული და დაღუპული რუსი ჯარისკაცების რაოდენობა, საშუალოდ, ყოველდღიურად 1,500 – მდე იყო“.
მიუხედავად იმისა, რომ კრემლი არ აცხადებს დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობას, დასავლელი ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ ოქტომბერი რუსული ძალებისთვის ყველაზე მძიმე თვე იყო.
დიდი ბრიტანეთის მონაცემებით, საერთო ჯამში, რუსეთის მხარეს, დაღუპულთა ან დაშავებულთა რაოდენობა დაახლოებით 700 ათასია.