“ოქტომბერში ჩვენ ამ ხელისუფლებას ჩამოვაშორებთ და გავაგრძელებ განვითარებას,” – სერგო რატიანი

NDI-ის გამოკითხვაზე და პოლიტიკურ ნაწილზე შფასებები გაკეთეს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა.

ნაციონალური მოძრაობის წევრმა სერგო რატიანმა, უმრავლესობის იმ განცხადებებსაც უპასუხა, სადაც ისინი ამბოებნ, რომ NDI-ის რეიტინგები არარეალურია.

“15 პროცენტიანი სამთავრობო პარტია ნიშნავს იმას, რომ მათ ფაქტობრივად მხარდამჭერი აღარ ჰყავთ. ოქტომბერში ჩვენ ამ ხელისუფლებას ჩამოვაშორებთ და გავაგრძელებ განვითარებას. რაც შეეხება რეიტინგების არ დაჯერებას, შეიძლება ვარსკვლავებზე მარჩიელობა, ან ყავაზე მარჩიელობა ვიღაცისთვის უფრო სარწმუნო,“ – განაცხადა სერგო რატიანმა.

ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი წევრის ტარიელ ლონდარიძის განცხადებით, პარტიული რეიტინგები, რომელიც გამოქვეყნდა, ნათლად ასახავს, რომ ქართული ოცნების რეიტინგები დღითიდღე ეცემა.

banner
წინა სტატიაშიკამპანია ეს შენ გეხებას წევრები სახალხო დამცველს ხვდებიან
შემდეგი სტატია„ოცნების” რეიტინგი კატასტროფულად კლებულობს” – პეტრე ცისკარიშვილი NDI-ის კვლევას ეხმაურება