ოქსანა სევასტიდი ასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას

15302557_10202670289913918_1412120557_oრუსეთის მოქალაქე ოქსანა სევასტიდის, რომელსაც 7- წლიანი პატიმრობა მიესაჯა სახელმწიფო ღალატის ბრალდებით, სურს გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება. ამის შესახებ განაცხადა სევასტიდის ახალმა ადვოკატმა ივანე პავლოვმა. მისი თქმით, ბრალდებულის ყოფილმა ადვოკატმა კანონით გათვალისწინებულ ვადევში არ მოახდინა სასამართლოს დადგენილების გასაჩივრება.
შეგახსებეთ, რომ ოქსანა სევასტიდის პატიმრობის მიზეზი გახდა მის მიერ 2008 წ., საქართველოსთან ომის დაწყებამდე, გაგზავნილი რამდენიმე SMS- გზავნილი. სევასტიდიმ წერდა თავის ნაცნობს საქართველოში, რომ სოჭში შეამჩნია აფხაზეთში მიმავალი მატარებელი, რომელიც დატვირთული იყო სამხედრო ტექნიკით. კრასნოდარის საოლქო სასამართლომ განაჩენი ჯერ კოდევ ა.წ. მარტში გამოიტანა, მაგრამ ამ ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა მხოლოდ ახლა.
რუსეთის უფლებადამცველი ცენტრი „მემორიალის“ შეფასებით, ოქსანა სევასტიდის მიმართ გამოტანილი განაჩენი არის პოლიტიკურად მოტივირებული.

banner
წინა სტატიაშიTİKA-მ შუახევის რაიონში სასოფლო გზების რემონტი დაასრულა
შემდეგი სტატიაგია ჭანტურიას მკვლელობიდან 22 წელი გავიდა