ოქრუაშვილმა თქვა, რომ „რუსთავი 2-ს“ მე თქვენ არ ჩაგაქრობინებთ, ამით არის გამოწვეული დაკავება – კემულარია

ირაკლი ოქრუაშვილმა თქვა, რომ „რუსთავი 2-ს“ მე თქვენ არ ჩაგაქრობინებთო, აი, ამით არის გამოწვეული დაკავება, – ეს განცხადება, პოლიტიკური მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელმა, კოტე კემულარიამ გააკეთა.

კემულარია თანაგუნდელის დაკავებას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს და ამბობს, რომ გამარჯვებული საქართველოს ლიდერი მის მიერ „რუსთავი 2-თან“ წილებთან დაკავშირებით გამოთქმული პრეტენზიების გამო დააკავეს.

„თეთრი ძაფით არის ნაკერი, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ეს არ არის იურიდიული პროცესი, ეს არ არის პოლიტიკური დავალება, ეს არის რუსთავი 2-ის მიმართ გაკეთებული განცხადების გამო დაჭერა ადამიანის იმიტომ, რომ მან დაინახა საშიშროება, რომ რუსთავი 2-ს აქრობს რამდენიმე წელია და ჩათვალა, რომ შესაძლებელი იყო ამ ხალვაშის გამოჩენით და ასევე, ნაკოწიწევი რაღაცით, რომ გაეკეთებინა, გამოჩნდა ირაკლი ოქრუაშვილი და თქვა, რომ „რუსთავი 2-ს“ მე თქვენ არ ჩაგაქრობინებთ, აი, ამით არის გამოწვეული,“ – განაცხადა კოტე კემულარიამ.

“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი 20 ივნისის საქმეზე რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მას გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, მის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავებიან.

banner
წინა სტატიაშიოქრუაშვილის დაკავების განკარგულება ივანიშვილმა გასცა – ზოდელავა
შემდეგი სტატიაშს სამინისტროს თანამშრომლებს ენმ-ს წევრების წინააღმდეგ ცრუ ჩვენებების მიცემას აიძულებენ – ხატია დეკანოიძის საგანგებო განცხადება