ოქრუაშვილის ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება გაასაჩივრეს

ოქრუაშვილის ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება გაასაჩივრეს. საუბარია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ოქრუაშვილის მხარეს უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში ქიბარ ხალვაშის წილების დაყადაღებაზე.

„სასამართლოს განჩინებით, ჯერჯერობით არ დაედო ყადაღა ქიბარ ხალვაშისა და შპს „პანორამას“ წილს „რუსთავი 2“-ში. მიზეზი ის იყო, რომ ამ საჩივრის წარმოდგენა უნდა მომხდარიყო საჩივართან ერთად. არადა, საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ გადაუდებელ შემთხვევაში, წარდგენილი იყოს საჩივარი სარჩელის აღძვრამდე და გადაუდებელ შემთხვევასთან გვქონდა ადგილი. რადგანაც, 18 ივლისს 15:17 საათზე მოხდა ბატონი ქიბარისა და შპს „პანორამას“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია და ჩვენ შევიტანეთ განცხადება მეორე დღეს დილით, შესაბამისად, ამ პერიოდში კვალიფიციური სარჩელის მომზადება და წარდგენა შეუძლებელი იყო. ჩვენ ვისარგებლეთ საპროცესო კანონმდებლობით. ვასაჩივრებთ განჩინებას, ეს წავა სააპელაციო სასამართლოში მაგრამ ამის თაობაზე ეცნობება საჯარო რეესტრს, რომელიც ამ პერიოდში ვერ მოახდენს ქიბარ ხალვაშის და „პანორამას“ წილებზე რეგისტრაციის განხორციელებას, სანამ არ მოხდება ამ საჩივრის განხილვა“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ზედელაშვილმა.

banner
წინა სტატიაში20 არასამთავრობო რ2-ის საქმეზე საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს
შემდეგი სტატიაანაკლიის პორტის გენერალური მშენებელი ფრანგული კომპანია Eiffage გახდა