ოქრუაშვილი – სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს, ერთხელ წყნარად ვერ წავედი საზღვარგარეთ ამათი გადამკიდე

9 ივნისს საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი ჩაინიშნა. ამის შესახებ “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა Facebook-ზე დაწერა.

ის-ის იყო, ჭიჭე ვაშაძის და ხაზარაძის მოსაქმულის გამო, პოსტების წერაში შემოქმედებითი კრიზისი დამეწყო, რომ უცბად გამოჩნდა ბიძინა და ახალი სტიმული მომცა – კრუაზეტზე სეირნობა დიდხანს არ გაგიტკბეს და დროზე ჩამოდი, 9 ივნისს სასამართლო პროცესი ჩაგინიშნეთო. ერთხელ წყნარად ვერ წავედი საზღვარგარეთ ამათი გადამკიდე, – წერს ოქრუაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია დღეს პარტიის პრეზენტაციას გამართავს
შემდეგი სტატიამსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 170 მილიონს გადააჭარბა