„ოქრუაშვილი პოლიტიკურად მოტივირებული და შეკერილი საქმის მსხვერპლია“

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი გავრილოვის პატიმრის ნახვას აპირებს

გავრილოვის პატიმარი მორის მაჩალიკაშვილი 6 თებერვალს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. არაა გამორიცხული მისი ბედი გავრილოვის სხვა პატიმრებმაც გაიზიარონ. დასავლეთიდან დაბერილი კრიტიკული სიო „ოცნებაზე“ აშკარად მოქმედებს. დასავლეთი საქართველოში დემოკრატიის დაბალი ხარისხის და ხელისუფლების მიერ ოპონენტების დევნის გამო შეშფოთებულია. ამის მიუხედავად „ოცნება“ და მისი ლიდერი თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს ასე იოლად ვერ შეელევიან, რომელიც ასევე გავრილოვის პატიმარია.

იოლად არ გამოუშვებენ, მაგრამ მის გამო შესაძლოა ივანიშვილს პრობლემები შეექმნას. ევროპარლამენტში მისი პოლიტპატიმრად აღიარების საკითხი განიხილება. „თაიმერი“ უკვე წერდა, იმისთვის რომ პირი ევროპარლამენტმა პოლიტპატიმრად გამოაცხადოს, ჯერ ის პოლიტპატიმრად ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ უნდა აღიაროს.

ფედერაციის ხელმძღვანელს ილია ნუზოვს ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე 6 თენერვალს ქართველ ემიგრამტთა საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი ანა ბალამწარაშვილი შეხვდა.

– ჩვენ შევხვდით ილია ნუზოვს და დეტალურად გავაცანით ირაკლი ოქრუაშვილის საქმე. გადავეცით სათანადო დოკუმენტები. ილია ნუზოვი ოქრუაშვილის საქმეზე კარგად არის ინფორმირებული, -ამბობს „თაიმერთან“ საუბარში ბალამწარაშვილი.

მისი თქმით, ნუზოვი  თავდაცვის ყოფილ მინისტრს პოლიტიკური ნიშნით დაკავებულად მიიჩნევს.

– ის დაგვეთანხმა რომ ოქრუაშვილი პოლიტიკურად მოტივირებული და შეკერილი საქმის მსხვერპლია. მან ასევე გაიხსენა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ბოლო წლები. როცა გაჩნდნენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებულები. მას ძალიან უკვირს რომ ამ გზას ის ძალა დაადგა, რომელიც 2012 წელს ხელისუფლებაში სამართლიანობის აღდგენის მოტივით მოვიდა, – აღნიშნავს ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი.

მისი განმარტებით, მარტის თვეში ილია ნუზოვი საქართველოში აპირებს ჩამოსვლას.

– ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის თავმჯდომარე საქართველოს მარტის თვეში ეწვევა და თუ იმ დროს ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო იქნება, პროცესზე აპირებს დასწრებას. მანამდე თბილისში მისი წარმომადგენლები ჩამოვლენ და ოქრუაშვილის საქმეს კიდევ უფრო დეტალურად შეისწავლიან. დასკვნა მის პოლიტპატიმრობაზე იზოვის თბილისში ვიზიტის შემდეგ დაიდება, – გვითხრა ბალამწარაშვილმა.

მისი თქმით, ილია ნუზოვი მალხაზ მაჩალიკაშვილის და გიორგი რურუას თემითაც არის დაინტერესებული.

საინფორმაციო სააგენტო “თაიმერი”

 

banner
წინა სტატიაშიჩვენი შეშფოთება არ უნდა იყოს აღქმული, როგორც იმედგაცრუება ან ბრაზი
შემდეგი სტატიაზვიად შალამბერიძე სამუშაო ვიზიტით ხვალ უკრაინას ეწვევა