ოქრუაშვილი ამბობდა – „წინ, წინ“

თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, თავდაცვის ყოფილი მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა.დღევანდელი სხდომა ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდა.

ერთ-ერთი მოწმის თქმით, ოქრუაშვილი ამბობდა – „წინ, წინ“.

„მე და ოქრუაშვილი ერთმანეთის პირდაპირ ვიდექით. ჩვენ დამშვიდებისკენ მოვუწოდებდით ხალხს. ოქრუაშვილი ხალხთან ერთად გვაწვებოდა“, – განაცხადა მოწმემ.

ოქრუაშვილი 20 ივნისის აქციის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ აფხაზეთში „პრეზიდენტის რეზიდენციაზე“ კრიმინალურმა ავტორიტეტებმა და პოლიტიკურმა ძალებმა ერთობლივად მიიტანეს იერიში
შემდეგი სტატიაბართლომეოსის კრიტიკული პასუხი იერუსლიმის პატრიარქს იორდანიის უკანონო კრების მოწვევის გამო