“ოქროს გლობუსის” გამარჯვებულები

დღეს, დილით ადრე ლოს-ანჟელესში კინოპრემია “ოქროს გლობუსის” დაჯილდოვების 74-ე ცერემონია გაიმართა. ჯილდოს უმეტესობა მიუზიკლმა “ლა-ლა ლენდმა” მიიღო, რომელიც 2016 წლის საუკეთესო კომედიად აღიარეს. ფილმმა შვიდივე ნომინაციაში გაიმარჯვა, რომელზეც წარდგენილი იყო.

ნომინაციაში “კომედიის ან მიუზიკლის საუკეთესო მსახიობი კაცი” რაიან გოსლინგმა გაიმარჯვა “ლა-ლა ლენდიდან”. ფილმში მისმა პარტნიორმა ემა სტოუნმა კი ქალის იმავე ნომინაციაში გაიმარჯვა. ფილმის ავტორმა დემენ საზელმა კი “საუკეთესო რეჟისორის” და “საუკეთესო ფილმის სცენარის” ნომინაციაში გაიმარჯვა, “ლა-ლა ლენდს” ერგო, ასევე, საუკეთესო საუნტრეკისა და სიმღერის ნომინაციები.

ნომინაციაში “საუკეთესო დრამატური ფილმი” აფროამერიკელის ცხოვრების ამსახველმა სურათმა “მთვარის შუქი” გაიმარჯვა, რომელიც ბარი ჯენკინსმა გადაიღო. “დრამატული ფილმის საუკეთესო მამაკაცის მსახიობის” წოდება კეისი აფლეკს ერგო ფილმისთვის “მანჩესტერი ზღვასთან”, იგივე ნომინაცია საუკეთესო მსახიობ ქალს იზაბელ იუპიტერს ერგო ფილმისთვის “ის”.
ფრანგულმა “ის”, რომელიც რეჟისორმა პოლ ვერხოვენმა გადაიღო, ასევე, კატეგორია “საუკეთესო უცხოურ ფილმში” გაიმარჯვა.

საუკეთესო დრამატული სერიალი გახდა Netflix-ის სატელევიზიო შოუ “გვირგვინი”, მასთან ერთად ნომინაციაზე წარდგენილი იყო “სამეფო კარის თამაშები” და “ველური დასავლეთის სამყარო”.
საუკეთესო კომედიურ სერიალად ჟიურიმ შოუ “ატლანტა” აღიარა, საუკეთესო ანიმაციურ ფილმში კი გაიმარჯვა “მხეცოპოლისმა”.

მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლ მამაკაცად აარონ ტეილორ-ჯონსონი აღიარეს, იმავე ნომინაციაში საუკეთესო ქალის წოდება კი ვიოლა დევისმა მიიღო.

“ოქროს გლობუსი” 21942 წლიდან არსებობს. პრემია 25 ნომინაციაში გაიცემა.

banner
წინა სტატიაშითურქმა სამხედროებმა 48 ისლამისტის განადგურების შესახებ გაავრცელეს
შემდეგი სტატიაპენტაგონის ხელმძღვანელმა “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლაში რუსეთის წვლილს “ნულოვანი” უწოდა