ოქროყანაში 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დღეს გამართულ აუქციონზე „საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა” შეისყიდა

ოქროყანაში 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დღეს გამართულ აუქციონზე „საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა

ta865645taოქროყანაში 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დღეს გამართულ აუქციონზე „საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა” შეისყიდა.
აღნიშნული ჟურნალისტებს დღეს გამართლ ბრიფინგზე ფონდის წარმომადგენელმა ირაკლი ქარსელაძემ დაუდასტურა.
“აუქციონში საქართველოს თანაინვესტირებოს ფონდმა შვილობოლ კომპანიასთან ერთად მიღო მონაწილეობა და გამოცხადდა გამარჯვებულად”,-აღნიშნა ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ.
როგორც ქარსელაძემ აღნიშნა, პროექტი, უმაღლესი კლასის სასტუმროს აშენებასთან ერთად, ითვალისწინებს ხეების შენარჩუნებას, ახალი ხეების დარგვას, ასევე მოეწყობა საერიგაციო სისტემა, რადგან იქ საკმაოდ ხრიოკი ნიადაგია.
“შემუშავდება დასკვნები და ყველა პირობა ზედმიწევნით იქნება დაცული. მშენებლობა 20 ათას კვადრატულ მეტრზეა დაშვებული და ასეც მოხდება. ნებისმიერი მშენებლობა განხორციელდება სიღრმეში და არ იქნება აღქმული ქალაქის ტერიტორიიდან. მოეწყობა ველობილიკები, რეკრეაციული ზონა, გოლფის მოედნები, რათა ხალხმა მშვიდ გარემოში დაისვენოს”,-აღნიშნა ქარესელაძემ.
თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებული აუქციონი დღეს, 17.00 საათზე დასრულდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აუქციონზე გამოტანილი იყო ოქროყანის ტერიტორიაზე არსებული 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. აუქციონის პირობების თანახმად, გასაყიდი ტერიტორიის საწყისი ფასი 6 233 000 ლარს შეადგენდა. აუქციონში მონაწილეობა ერთმა პრეტენდენტმა მიიღო. გაყიდული ქონების ფასმა 6 326 495 ლარი შეადგინა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული პროცედურები.
აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, სამშენებლო ნებართვის აღებიდან არაუგვიანეს 36 თვის ვადაში, მაგრამ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 48 თვის ვადაში, განახორციელოს 80 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, რომლის განაშენიანების ფართი უნდა იყოს არაუმეტეს 20 000 კვ.მ. აუქციონში გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განახლება, ტერიტორიის კეთილმოწყობა, რეკრეაციული სივრცის განვითარება და საირიგაციო სისტემის მოწყობა.

banner
წინა სტატიაშიბოტანიკური ბაღის მიმდებარე 29 ჰექტარი მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასაგარეო უწყება ტელეკომპანია იმედს პასუხობს