ოქრიაშვილია ამბობს, რომ დმანისში 2 აქტივისტი ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა და მისმა შვილმა დაჭრეს

პარტია პროგრესი და თავისუფლების ლიდერმა, კახა ოქრიაშვილის ინფორმაციით, დმანისის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ოპოზიციის ორი აქტივისტი დანით დაჭრეს.

მისივე თქმით, თავდამსხმელები ის პირები არიან, ვინც 2020 წელს მას და მის მომხრეებს ესხმოდნენ თავს.

“სოფელ განთიადში, წინასაარჩევნო შეხვედრის დროს თავს დაესხნენ და დანით დაჭრეს ოპოზიციის აქტივისტები. თავდამსხმელები იგივე ადამიანები არიან, ვინც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თავს გვესხმოდნენ მე და ჩემს მომხრეებს და ისინი უკვე არიან ნასამართლევი. ეს ხალხია: ზურაბ ოკმელაშვილი, ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ დაუთაშვილი და მისი ვაჟი, დავით დაუთაშვილი. ოპოზიციის ორივე მომხრე უკვე გადაყვანილია საავადმყოფოში. არსებობს ფაქტების დამადასტურებელი ვიდეო-ჩანაწერები. მივმართავ შესაბამის უწყებებს – ველით დამნაშავეების დაკავებას და უსწრაფეს რეაგირებას”. – ამბობს ოქრიაშვილი.

banner
წინა სტატიაშიკუჭავა: უკანონო მოსმენა ყველა შემთხვევაში დანაშაულია
შემდეგი სტატიათალაკვაძე: საზოგადოებას კითხვები არ უნდა ჰქონდეს, რომელ მხარეს დგას „ქართული ოცნება“