“ოქრიაშვილი მოქკავშირ-ნაცების შემდეგ ამჯერად ოცნებიდან შეიყვანა ბიძინამ უკვე მერამდენე პარლამენტში”

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი განცხადებას ავრცელებს:

“PSP-ს მფლობელი, წამალ-სიცოცხლით მოვაჭრე ოქრიაშვილი მოქკავშირ-ნაცების შემდეგ ამჯერად ოცნებიდან შეიყვანა ბიძინამ უკვე მერამდენე პარლამენტში. ახლა ეს რატომ გამახსენდა, ორი დღის უკან თბილისი ზღვაზე ვარჯიშის დროს როგორც სჩანს პროსამთავრობო ნაძვის ტოტს დავეჯახე და წიწვებმა დამიზიანეს თვალი ( ბიძინას ნუ გაუხარდება გადავრჩი და ისევ ორი თვალით ვხედავ მის უკეთურობას). წინასწარ გავაგზავნე წარმომადგენელი ოფთალმიჯში რათა გაერკვია შეიძლებოდა თუ არა სასწრაფო წესით მისვლა. ღამეა, გზაში ვარ, მაქვს საშინელი ტკივილი და წვა რა დროსაც მირეკავს ეს ჩემი წარმომადგენელი და მიცხადებს რომ პირადობის გარეშე არ მიმიღებენ. ვთხოვ დამალაპარაკოს ექიმი ვინმე დუგლაძე, ვუხსნი ვინ ვარ და რა მჭირდება. მტრისას ეს ექიმი კი არა კაბიანი ივანიშვილი გამოდგა და ხაპი, ღრიალში გადასული ხმით მომაკივლა რომ მთავარია ანკეტა შეივსოს და პირადობის გარეშე არ მიმიღებს, ჩემს კითხვაზე რომ ავადმყოფს ჯერ უნდა აღმოუჩინო დახმარება და მერე ჩაუტარო დაკითხვა-გამოკითხვა-ანკეტიზაცია შოკში ჩავარდა , დამპირდა რომ გამოიძახებდა პატრულს ჩემი იდენტიფიცირებისთვის და როგორც გადმომცეს ტელეფონი კედელს მიახეთქა. და ამ დაუვიწყარი ისტორიის შემდეგ გამახსენდა რომ ეს ოფთალმიჯი,წარსულში ცნობილი სახელმწიფო თვალის კლინიკა, სწორედ ამ ოქრიაშვილმა ჩაიგდო ჩალის ფასად ხელში, სადეპუტატო მანდატის გამოყენებით და რა საკვირველია რომ, მის თანამშრომელთა ტვინარეულ ნაწილს ვძულდე,მე ხომ მათი ბატონის მტერი ვარ. მოკლედ გავტრიალდით სხვა კლინიკაში სადაც დიდი სიყვარულით მიმიღეს და პირველადი დახმარების შემდეგ მორიდებით შეგვახსენეს რომ მეორე დღეს პირადი ნომერი გვეცნობებინა ანკეტისათვის. აი ორი საქართველო, ერთი ბიძინისტი და ოპონენტის სიკვდილის, გადაშენების მსურველი, მეორე თბილი და ადამიანური და სწორედ ეს მეორე გაიმარჯვებს და გახდება პირველი რადგან, ბოროტებას მაინც დამარცხება უწერია”,- აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ერთ-ერთ კანდიდატად ირინა იმერლიშვილი დასახელდა
შემდეგი სტატია“ნორმანდიული” ფორმატის შეხვედრა პუტინის გარეშე ჩაივლის