ოქრიაშვილი: გაერთიანებული ოპოზიციის სახელით ხელი უნდა მოაწეროს ნიკა მელიამ

პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერის, “ნაციონალური მოძრაობის” ბლოკის წევრის, კახა ოქრიაშვილის განცხადებით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეთანხმებას ხელი, გაერთიანებული ოპოზიციის სახელით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ უნდა მოაწეროს.

“ჩემი პოზიცია არის ძალიან მარტივი. თუ ხელის მოწერაა, გაერთიანებული ოპოზიციის სახელით ხელი უნდა მოაწეროს ნიკა მელიამ. უპირობოდ უნდა გამოუშვან და მან უნდა მოაწეროს ხელი. დოკუმენტი მე არ მომწონს, მაგრამ კომპრომისის და პოლიტიკური კრიზისის გადალახვის გულისთვის, შესაძლებელია განვიხილოთ ხელის მოწერა, მაგრამ ხელი უნდა მოაწეროს ნიკა მელიამ.

ჩემ თავს ვუსვამ კითხვას, მე რომ დღეს პარლამენტში შევიდე, 6 თვეში ჩვენი ხალხი უკეთესად იცხოვრებს? ვერ იცხოვრებს, სანამ “ქართული ოცნება” იქნება”,-აცხადებს ოქრიაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე: მელია მოლაპარაკების პროცესში მძევლის როლში არ უნდა იყოს
შემდეგი სტატიაუდუმაშვილი: კიდევ დავაყენებთ წინადადებას, რომ ვერანაირ შეთანხმებაზე ვერ ვისაუბრებთ, ვიდრე მელია ციხეში იმყოფება