ოქმებში ჩანს, რომ ადამიანები, რომლებიც არ იმყოფებიან საქართველოში, იყვნენ საარჩევნო უბნებზე – “ენმ” სამაგიდე სიების გადაცემას ითხოვს

“ნაციონალური მოძრაობა” ცესკოსგან სამაგიდე სიების გადაცემას ითხოვს. პარტიის წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მათ ერთ-ერთ უბანზე გადაამოწმეს მონაცემები და აღმოჩნდა,რომ ცენტრალურ საარჩევნო ოქმში ისეთი ადამიანებიც იყვნენ, რომლებიც საერთოდ არ იმყოფებოდნენ საქართველოში.

“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, უამრავი ადამიანი, რომელიც არ იმყოფება საქართველოში, ან არ მიუღია არჩევნებში მონაწილეობა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ატვირთულ ოქმებში ჩანს, რომ ეს ადამიანები თითქოსდა იყვნენ უბანზე. მაგალითად, ცაგერის რაიონის 21-ე საარჩევნო უბანზე ოქმის მიხედვით 33 ადამიანი არის სრულიად სიაში, აქედან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 31-მა. ხოლო ჩვენ გვაქვს ათი ადამიანის მონაცემი, რომლებიც ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ. ამ ადამიანების უმრავლესობა ან საერთოდ არ იმყოფებოდა ქვეყანაში, ან გახლავთ შეუძლოთ და მათთან არც გადასატანი ყუთი მიუტანიათ. ამ ერთი კონკრეტული მაგალითის საფუძველზე ვითხოვთ სამაგიდო სიების გადმოცემას. გვაქვს ასეთი ათობით, ასობით ოქმი”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიფულმა და ძალაუფლებამ გაიმარჯვა, თავისუფლება და თვითმმართველობა დამარცხდა – უსუფაშვილი არჩევნებზე
შემდეგი სტატიაევა ბარბაქაძე: თურქეთის კლინიკაში, სადაც ვმკურნალობდი სურთ რომ მათი სახე გავხდე