ოქიტაშვილი პროფკავშირების ბალანსზე არსებული ქონების გასხვისების კანონიერების შესწავლას მოითხოვენ

გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეობის კანდიდატის დავით ოქიტაშვილის ადვოკატები პროკურატურას უახლოეს დღეებში მიმართავენ.

როგორც ოქიტშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ისინი საგამოძიებო უწყებისგან პროფკავშირების ბალანსზე არსებული ქონების გასხვისების კანონიერების შესწავლას მოითხოვენ.

მისი თქმით, ბოლო 12 წელიწადში ასეთი 459 ობიექტია. დავით ოქიტაშვილი დღეს პროფკავშირების თავმჯდომარის არჩევნებზე ახალი კანდიდატურის დასახელებას გამოეხმაურა. ის არ გამორიცხავს, რომ ამირან ზენაიშვილი პროფკავშირების მოქმედ თავმჯდომარესთან შეთანხმებით მოქმედებდეს და მისი დასახელების მიზანი ხმების გაყოფა იყოს.

ბრალდებებს უარყოფს თავად დასახელებული კანდიდატი. მისი თქმით, არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და მიზანი პროფკავშირებში არსებული მდგომარეობის გამოსწორებაა. ამირან ზენაიშვილი დღეს ენერგეტიკის პროფკავშირების დელეგატებმა წარადგინეს და მხარდაჭერა გამოუცხადეს. ზენაიშვილი სწორედ ამ დარგის პროფკავშირებს ხელმძღვანელობს.

banner
წინა სტატიაში14 დაღუპული – ქარიშხალმა „ირმამ“ კარიბის აუზის კუნძულები მიწასთან გაასწორა
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი პოლონეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა