ოპტიმიზაცია პრესის ხარჯზე… გაზეთი ,,ხობის მოამბე,, დახურეს…

,,თაიმერის,, ინფორმაციით, ხობის საკრებულოს დადგენილებით გააუქმეს გაზეთი ,,ხობის მოამბე,,
გაზეთი ,,ხობის მოამბე,, რომელიც არსებობას 1932 წლიდან ითვლის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელიწადში 40.000 ლარით ფინანსდებოდა და ამ გაზეთში 7 ადამიანი იყო დასაქმებული, ოპტიმიზაციის საბაბით დახურეს და მისი 5 თანამშრომელი უსამსახუროდ დატოვეს.
იმავე საკრებულომ სხდომაზე წარმატებით გადაწყვიტეს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის თანამშრომელთათვის მეცამეტე ხელფასი უნდა გაიცეს… თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ხობის მუნიციპალიტეტში სულ ცოტა 180 ადამიანამდეა დასაქმებული, რომელთა ხელფასები 450-დან 1000 ლარამდე მერყეობს… მეცამეტე ხელფასზე გაზეთის წლიურ ბიუჯეტზე სულ ცოტა ორჯერ მეტი დაიხარჯება.

banner
წინა სტატიაში,,facebook-ი,, ყალბი ,,fake,, ინფორმაციების შეჩერებას გეგმავს
შემდეგი სტატია(video) ალეპოს ბავშვები და თურქი ჟურნალისტის ცრემლები პირდაპირ ეთერში