ოპოზიციურმა პარტიებმა ზურაბიშვილის ქართულ ქარტიას ხელი მოაწერეს

ოპოზიციურმა პარტიებმა პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის მიერ შემუშავებულ ქართულ ქარტიას ხელი მოაწერეს. ხელმოწერის პროცედურა მთელი დღის განმავლობაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარეობდა. ქარტიას სულ 17-მა პარტიამ და 5-მა დამოუკიდებელმა დეპუტატმა მოაწერა ხელი.

ქარტიას ხელი მოაწერეს შემდეგმა პარტიებმა:

საქართველოს მწვანეთა პარტია – გია გაჩეჩილაძე
სამართლიანობისთვის – ეკა ბესელია
დროა – ელენე ხოშტარია
გირჩი – მეტი თავისუფლება – ზურაბ ჯაფარიძე
ევროპელი დემოკრატები – პაატა დავითაია
კანონი და სამართალი – თაკო ჩარკვიანი
ლელო საქართველოსთვის – მამუკა ხაზარაძე
ახალი – ნიკა მელია
მოქალაქეები – ქეთევან თურაზაშვილი
ანა დოლიძე ხალხისთვის – კახაბერ დვალიშვილი
თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა – ირაკლი ჯამბურია
სტრატეგია აღმაშენებელი – პაატა მანჯგალაძე
ევროპული საქართველო – გიგა ბოკერია
რესპუბლიკური პარტია – დავით ბერძენიშვილი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – თინა ბოკუჩავა
მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის – ნიკა მაჭუტაძე
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია – ბაჩუკი ქარდავა
დამოუკიდებელი დეპუტატი – ხატია დეკანოიძე
დამოუკიდებელი დეპუტატი – ნატო ჩხეიძე
დამოუკიდებელი დეპუტატი – არმაზ ახვლედიანი
დამოუკიდებელი დეპუტატი – როსტომ ჩხეიძე
დამოუკიდებელი დეპუტატი – თამარ კორძაია
აღსანიშნავია, რომ ქარტიას არ შეუერთდა გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის.

ქართული ქარტია, რომელიც სამოქმედო გეგმას გულისხმობს, პრეზიდენტმა 26 მაისს წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.

ამასთან, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ “ქართული ქარტიის“ ირგვლივ თანხმობა არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ გაერთიანებებს. ქარტიის თანახმად, მთავრობის დაკომპლექტების პროცესი პრეზიდენტთან კოორდინაციით ჩატარდება.

ქარტიაში საუბარია “ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმებაზე“, მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლებასა და ნდობის აღდგენაზე, საარჩევნო სისტემის გაჯანსაღებასა და ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაზე.

banner
წინა სტატიაშიკანონის მოწინააღმდეგეებს არგუმენტიც არ ჰქონიათ, მხოლოდ პრეზიდენტის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ არგუმენტია „იმიტომ“ – კალაძე
შემდეგი სტატიამილერი: გამოვაცხადეთ სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა, უნდა ელოდოთ, რომ აშშ ამის მიხედვით იმოქმედებს