ოპოზიციურმა პარტიებმა მემორანდუმი გააფორმეს, რომლის თანახმად, „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციური მთავრობის შექმნაზე უარს ამბობენ

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს კიდევ ერთ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმით ოპოზიციის წარმომადგენლები პირობას დებენ, რომ არც ერთ შემთხვევაში არ ითანამშრომლებენ „ქართულ ოცნებასთან“ და მასთან კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან.

როგორც ოპოზიციაში განმარტავენ, ეს იქნება მკაფიო გზავნილი ამომრჩეველთან, თუ რომელი პარტიაა ხელისუფლების შეცვლის რეალური მსურველი.

მემორანდუმს ხელი 10-მდე ოპოზიციურმა პარტიამ მოაწერა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი : ვფიქრობ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს გაუჭირდებათ იმავე მეთოდებითა და წესებით ჩატარებული არჩევნების შედეგების მიღება, როგორიც აქამდე გვინახავს