ოპოზიციური პარტიის დევნა თუ რეალური ფატქების ძიება? – ლეიბორისტული პარტია დევნის შესახებ აცხადებს

ლეიბორისტული პარტიის განცხადებით, მიმდინარეობს პარტიის დევნა ხელისუფლების მხრიდან. როგორც პარტია აცხადებს ადგილი აქვს პროკურატურის მიერ იმ ბიზნესმენების შევიწროვებას რომლებიც აფინანსებენ პარტიას ან დაკავშირებული არიან პარტიასთან. უფრო მეტიც, ხელისუფლება ცდილობს ახალი კამპანია ააგოროს ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ.
ზემო აღნიშნულის დასასაბუთებლად პარტიას მოყავს ბიზნესმენ ვასილ კიკვიძის შემთხვევა. ეს უკანასკნელი არის რეგიონალურ არჩევნებში ლეიბორისტული პარტიის დეპუტატობის კანდიდატის რუსუდან ჩირგაძის მეუღლე. ვასილ კიკვიძეს წარმატებული ბიზნესი აქვს ციტრუსის წარმოების განხრით, რომლის გაყიდვების უმეტესი წილი რუსეთზე მოდის. ახლა კი, როგორც პარტიაში აცხადებენ, ბიზნესმენ კიკვიძეს პროკურატურაში იბარებენ და თხოვენ ხომ ცრუ ჩვენება მისცეს ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ. კერძოდ, თითქოს იგი აფინანსებს ლეიბორისტული პარტიას რუსეთის მთავრობიდან მიღებული ფულით. ამისათვის მათ სცენარიც აქვთ მოგონილი. თითქოს, კიკვიძის კომპანია, რომელსაც გაყიდვები აქვს რუსეთში, ფულს იღებს რუსული სავაჭრო კომპანიიდან რომელიც თავის მხრივ ფულს იღებს რუსეთის მთვარობიდან. საბოლოოდ, სქემა ასეთია: რუსეთის მთვარობა ფულს აძლევს რუსულ სავაჭრო კომპანიას, რომელიც მერე პროდუქციის შესყიდვის მიზნით ფულს უხდის კიკვიძის კომპანიას და სავაჭრო თანხას ზედ უმატებს რუსეთის მთვარობიდან მიცემულ ფულს, ამ დამატებული თანხით კი კიკვიძე აფინანსებს ლეიბორისტულ პარტიას. საბოლოოდ გამოდის რომ რუსეთის მთავრობა აფინანსებს ლეიბორისტულ პარტიას ამ სქემის საშუალებით.
ეს ზღაპრული სცენარი, როგორც პარტიაში აცხადებენ ხელისუფლების ფანტაზიორებმა მოიგონეს პროკურატურაში და ახლა უნდათ ამით ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიის რეიტინგი შეარყიონ, თითქოს იგი მტრული სახელმწიფოდან ფინანსდება.
როგორც პარტიაში ამბობენ, ჯერ ერთი ვასილ კიკვიძე სულაც არ არის ლეიბორისტული პარტიის სპონსორი, არამედ იგი აფინანსებდა მოლოდ თავის მეუღლეს წინასაარჩევნო კამპანიაში. მერე ის რომ არანაირი ფაქტი არ არის იმისთვის რომ კიკვიძის კომპანია იღებდა დაფინანსებას რუსეთის მთვარობიდან. ასეთი ნაბოდვარის რეალიზება უნდათ კიკვიძის საშუალებით და ახდენენ მასზე ზეწოლას. მიმდინარეობს მისი დაბარებები პროკურატურაში, მუქარები და დაშინებები, რათა დაიყოლიონ ლეიბორისტების წინააღმდეგ თანამშრომლობაზე. ამით ხელისუფლება ცდილობს ორი კურდღლის დაჭრას. იგი იშორებს ძლიერ ოპოზიციონერ კანდიდატს რეგიონალურ არჩევნებში და აგრეთვე ახდეს ლეიბორისტული პარტიის დისკრედიტაციას.
ლეიბორისტული პარტია აცხადებს რომ კიკვიძის დაბარებები პროკურატურაში სექტემბრის ბოლოდან დაიწყო, მაშინ როდესაც ყველაზე ცხელი წინასაარჩევნო პერიოდია. ხოლო 12 ოქტომბერს კიკვიძის კომპანიაში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რევიზია შევიდა. შეგახსენებთ რომ 21 ოქტომბერს არჩევნების თარიღია და ეს ყველაფერი ასე გამძაფრებული სახით წინასაარჩევნოდ ხდება.
ჩვენ დავუკავშირდით ბატონ ვასილ კიკვიძეს რომელიც აცხადებს რომ პროკურატურიდან ხდება ზეწოლა მასზე რომ მისცეს ცრუ ჩვენება ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ. აგრეთვე მას დაუყადაღეს კომპანიის აქტივები და შეაჩერეს მისი ბიზნეს საქმიანობა იმ მოტივით რომ თითქოს მას გადასახადები არ აქვს გადახდილი სამართლიანად, სინამდვილეში როგორც კიკვიძე აცხადებს ეს დაკავშირებულია პროკურატურის ზეწოლასთან.
ჩვენ აგრეთვე დავუკავშირდით პროკურატურას სადაც უარყვეს ყველაფერი რასაც ლეიბორისტები და კიკვიძე აცხადებს. პროკურატურაში აცხადებენ რომ არანაირი გამოძიება ბიზნესმენ კიკვიძის წინააღმდეგ არ მიმდინარეობს, მით უმეტეს არაფერი ასეთი კავშირში არ არის ლეიბორისტულ პარტიასთან. როგორც პროკურორი კუპატაძე აცხადებს, მიმდინარეობს საგადასახადო სამსახურის მიერ წარმოებული გამოძიების მონიტორინგი პროკურატურის მიერ, რომელი გამოძიებაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა დაიწყო კიკვიძის კომპანიაში აღმოჩენილი დარღვევების გამო. ჩვენს შეკითხვაზე რომ უცნაურია რომ წინასაარჩევნოთ აღმოაჩინეს დარღვევები, და აგრეთვე ის რომ ჯერ ბიზნესმენი კიკვიძე პროკურატურაში დაიბარეს და მერე დაიწყო გამოძიება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და არა პირიქით, ამაზე პროკურორმა განაცხადა რომ არაფერი უცნაური იმაში არ არის რომ შემოსავლების სამსახურმა დაიწყო კერძო კომპანიის შემოწმება, ხოლო კიკვიძე პროკურატურაში შემოსავლების სამსახურის შემოწმების დაწყებამდე არ დაუბარებიათ. თუმცა, ბიზნესმენი კიკვიძე პირიქით აცხადებს.

banner
წინა სტატიაშიპეკინის 34ნომერთან მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ქარმა მინა ჩაამსხვრია
შემდეგი სტატიაინაშვილმა პრემიერის გადადგომა ივანიშვილის სახლთან მოითხოვა