“ოპოზიციური პარტიებისთვის მისასალმებელი უნდა იყოს, რომ არჩევნების თარიღი წინასწარ გახდა ცნობილი”

კალაძის აზრით, გაზსადენის აფეთქებაზე არეშიძის განცხადებით შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ

ვიცე-პრემიერი ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, არჩევნების თარიღის დასახელებასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას, არ იზიარებს.

კახა კალაძის თქმით, კრიტიკა მაშინაც იყო, როდესაც, წლების განმავლობაში, წინასწარ არ ხდებოდა არჩევნების თარიღის გაჟღერება.

„პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია. ვფიქრობ, ეს პირიქით, მისასალმებელი უნდა იყოს ოპოზიციური პარტიებისთვის, რომ წინასწარ გახდა ცნობილი 8 ოქტომბერი და შესაძლებლობა ექნებათ, 3 თვის განმავლობაში სრულყოფილი წინასაარჩევნო კაპმანია ჩაატარონ, გააცნონ თავიანთი გეგმები მოსახლეობას. ყოველთვის იყო ჩხუბი და საუბარი იმაზე, რომ წინასწარ არ ხდებოდა არჩევნების თარიღის გაჟღერება. 5-6 თვით ადრე გახდა ცნობილი და აღმოჩნდა, რომ ესეც ცუდია. ამას ნამდვილად არ ვეთანხმები“,- განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

banner
წინა სტატიაში“პრეზიდენტმა, საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით, გაუგებარი განცხადებები გააკეთა”
შემდეგი სტატია„დამამშვიდებელი მიიღეთ“ – მანანა კობახიძე გიორგი ბარამიძეს