ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში მივიდნენ – 6-თვიანი ბოიკოტი დასრულდა

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში მივიდნენ. აღნიშნულით მე-10 მოწვევის პარლამენტისადმი მათი თითქმის 6-თვიანი ბოიკოტი დასრულდა.

ოპოზიციონერი დეპუტატების საკანონმდებლო ორგანოში მისვლას, ადგილზე მყოფი სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. შესაბამისად, ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტში შესვლა აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე მოუწიათ. მომიტინგეები ოპოზიციონერი დეპუტატების მისამართით სკანდირებდნენ: „უნამუსო“, „მონა“. ასევე, აქციის მონაწილეები ოპოზიციონერებს მიმართავდნენ შეკითხვით: „რატომ მიგვატოვეთ“, რაზეც მათი პასუხი იყო, რომ „არ მიუტოვებიათ“.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ახმეტაში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი
შემდეგი სტატიააქტივისტი მეგრელიშვილს – ვინც შედიხართ, აყალბებთ 20 ივნისის მდგომარეობას, ყველა არაკაცები ხართ