ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მსვლელობას მართავენ

„მსვლელობა თავისუფლებისთვის“, – ამ სახელწოდებით მართავენ აქციას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები.

სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წევრები სხვადასხვა ადგილას შეიკრიბნენ და პარლამენტის შენობისკენ მსვლელობა დაიწყეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დღევანდელი დღით ცდილობენ, საზოგადოებას გაუგზავნონ გზავნილი „თავისუფლება ნიკა მელიას“ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი წერეთელმა აღნიშნა, რომ პროცესი ჩიხშია შესული და არჩვენების შემდეგ ხელისუფლება არ ფიქრობს, ეს ვითარება შეცვალოს.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ მთელმა მსოფლიომ დაინახა, საქართველოში არსებული დიქტატორული რეჟიმი.

„უნდა ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, რომ არ ვართ ხალხი, რომლებიც შევეგუებით მონობას. ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარე, ღირსეული ერი, რომელიც თვის სიტყვას აუცილებლად იტყვის“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშსს – ოპოზიციური პარტიების აქცია-მსვლელობის გამო, თბილისის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია
შემდეგი სტატია“ლელოს” წევრები და მხარდამჭერები აქციას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან უერთდებიან