ოპოზიციური პარტიების ლიდერთა ნაწილი ევროპარლამენტარებთან შეხვედრას მართავს

ოპოზიციური პარტიების ლიდერთა ნაწილი ევროპარლამენტარებთან შეხვედრას მართავს. ევროპარლამენტის დეპუტატები, რომლებიც საქართველოში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში იმყოფებიან, „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოსა“ და „ახალი საქართველოს“ ლიდერებს ხვდებიან.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა იქნება საარჩევნო კანონმდებლობა, კორუფცია, ნეპოტიზმი, რაც, მისი თქმით, საქართველოშია და 85 კაციანი სია იმ ადამიანებისა, რომლებიც ვაშაძის განცხადებით, 20 ივნისის შემდეგ პოლიტიკური ნიშნით არიან დაკავებულები.

„ევროპარლამენტარების მთავრი ინტერესი არის იმაში, რომ საქართველო, რომელიც ევროკავშირის და მასში შემავალი ქვეყნების სტრატეგიული მოკავშირე არის, თავისი დემოკრატიის ხარისხით შეესაბამებოდეს ზუსტად დასავლურ სტანდარტებს, მაგრამ შეშფოთებულნი არიან იმის გამო, რომ ხედავენ, ჩვენ ამ გზას ავცდით. ამ შეხვედრის მთავარი აზრი არის ის, რომ მათ მოვუყვეთ როგორ „ყვავის“ დემოკრატია საქართველოში, რა იყო ის პოლიტიკური და მორალური ვალდებულებები, რომელზეც „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა, და გამოიწვია საქართველოს მოქალაქის განრისხება, რადგან მის კონსტიტუციურ უფლებებს შეეხნენ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე ფიქრობს,რომ “ოცნებამ” ახალგაზრდები და აქტივისტები კიდევ ერთხელ დაბლოკა
შემდეგი სტატია” მთელს საქართველოში გაავრცელეთ ეს სურვილები და გადავარჩინოთ საქართველო“-პატრიარქის მოწოდება