ოპოზიციური პარტიების ლიდერები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები შეხვედრას მართავენ

ამ წუთებში დაიწყო ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.
ოპოზიციის წარმომადგენლები დიპლომატიურ კორპუსს კიდევ ერთხელ მიაწვდიან ინფორმაციას ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე. ოპოზიციის ლიდერები აცადებენ, რომ აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰქონდეთ ინფორმაცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რათა მოიძებნოს გამოსავალი და მათ იცოდნენ თუ რა ქმედებებს ახორციელებს მმართველი გუნდი ოპოზიციისა და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.
შეხვედრა სასტუმრო “ჰოლიდეინში” მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმღვდელმონაზონი ანდრია სარია: ვაჟა ექიმი არის ქვეყნის ეროვნული ცნობიერების სახე
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე : ღონისძიება ეძღვნება საქართველოს ევროპულ გზას და ჩვენს გეგმებს ევროპასთან მიმართებაში