26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

„ოპოზიციური ალიანსი“ საქართველოს მასშტაბით აანონსებს კამპანიას „საქართველო იმსახურებს უკეთესს“

„ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პარლამენტთან აქციაზე განაცხად, რომ იწყებენ კამპანიას მთელი საქართველოს მასშტაბით – „საქართველო იმსახურებს უკეთესს“.

გვარამიას თქმით, ეს კამპანია ახალი, დემოკრატიული არჩევნებით უნდა დასრულდეს.

„ეს კამპანია უნდა დავამთავროთ ახალი დემოკრატიული არჩევნებით, სანაგვეზე უნდა გავუშვათ ბიძინა ივანიშვილი და მისი სამარცხვინო ანტიქართული რეჟიმი. დიახ, საქართველო იმსახურებს უკეთესს. მინდა, მივესალმო ამ მიტინგის უხილავ დამსწრეებს, ქართველ პოლიტპატიმრებს, ყველას უკლებლივ – 2023-ში დაპატიმრებულებს, 2024-ში დაპატიმრებულს, 2025-ში დაპატიმრებულებს, 4 ოქტომბერს, ყველას, ვინ პატრიოტია და საქართველოს გამო იხდის უსამართლო სასჯელს. მინდა, მივესალმო ამ მიტინგის უხილავ დამსწრეებს, ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც დიახ, აქ დგანან ახლა და რომლებიც უკვე ხილულად იდგებიან, როცა ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში არ იქნება. და ბოლოს, მინდა, მოგესალმოთ თქვენ, ამ ქვეყნის მომავალს, ამ ქვეყნის საუკეთესო შვილებს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშიანდრეი სიბიგა – მადლობელი ვარ ჩემი შვეიცარიელი და ქართველი კოლეგების, გაერო-ს წესდებისა და ჰელსინკის პრინციპების დაცვის მხარდაჭერისთვის
შემდეგი სტატიაოპოზიციის ალიანსის მანქანა, რომლითაც დინამიკები გადაჰქონდათ, პოლიციამ წაიყვანა, მძღოლს კი მართვის უფლება ჩამოართვა