ოპოზიციურ პარტიებს შორის დღეიდან კონსულტაციები განახლდება

ოპოზიციურ პარტიებს შორის დღეიდან კონსულტაციები განახლდება. ოპოზიციური პარტიების ლიდერები, 14.00 საათზე კვლავ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეიკრიბებიან.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ხელისუფლებამ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ორივე ნაწილი უნდა შეასრულოს და თუ ასე არ მოხდება, მაშინ შესაბამისი რეაგირება გახდება საჭირო.

„ჩვენ ბევრ საკითხზე გვაქვს სამსჯელო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება, რომელიც ჩვენსა და ოპოზიციას შორის შედგა, შესრულდეს. ხელისუფლებამ ამ შეთანხმების ორივე ნაწილი უნდა შეასრულოს. ასეთ შემთხვევაში, ეს ქვეყნისთვის კარგი იქნება. თუ არ შეასრულებს, ბუნებრივია, ამაზე რეაგირება იქნება საჭირო. უკვე ვნახეთ როგორი გზავნილებია ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნითაც. სწორედ ამ სტრატეგიაზე ვიმსჯელებთ და დღეიდან ოპოზიციურ პარტიებს შორის უკვე პერიოდული კონსულტაციები გაგრძელდება“,-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში დღეს ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარი
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა, 23 კი გამოჯანმრთელდა