29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

“ოპოზიცის ალიანსი”: ივანიშვილის რეჟიმი ამ ადამიანებს სჯის იმიტომ, რომ ვერ დაიმორჩილა

“დღეს რუსულმა რეჟიმმა კიდევ შვიდ ადამიანს მიუსაჯა პოლიტიკური პატიმრობა. ივანიშვილმა უდანაშაულო ადამიანებს, კონსტანტინე კოკაიას, დავით სტურუას, კახაბერ მჟავანაძეს დავით ჟღენტს, ზაქრო ალბუთაშვილს და გიორგი ჩახუნაშვილს 5 წლით, ხოლო ია დარახველიძეს 3 წლით აღუკვეთა თავისუფლება.

ივანიშვილის რუსული რეჟიმი ამ ადამიანებს სჯის იმიტომ, რომ ვერ დაიმორჩილა, ვერ აღიარებინა არარსებული დანაშაული.

„ქართული ოცნების“ რეჟიმს აქვს ამოცანა – გატეხოს პოლიტიკურ ტყვეობაში მყოფი ადამიანები, რითიც იმედოვნებს მთლიანად პროტესტის გატეხვასაც. ამის საპირისპიროდ, ჩვენს თვალწინ თამაშდება გმირობის არნახული სცენები, იბადებიან ახალ-ახალი გმირები, რომელთა თავგანწირვაც სამაგლითოა თითოეული ჩვენგანისთვის, ვინც გარეთ ვაგრძელებთ ბრძოლას საქართველოსთვის.

მადლობა და თავისუფლება პოლიტპატიმრებს!

ბოლომდე, გამარჯვებამდე!”,_ ნათქვამია ოპოზიციის ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 7 ბრალდებული დამნაშავედ ცნო. მათგან ექვსს – მათ შორის, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს, ზაქრო ალბუთაშვილსა და დავით სტურუას 5-5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ია დარახველიძეს კი 3 წელი.

banner
წინა სტატიაში“ვეღარავინ დამაყვედრებს, რომ ენმ-ს გადარჩენა არ ვცადე”- მიხეილ სააკაშვილი შიდაპარტიულ არჩევნებზე
შემდეგი სტატია“საფრთხის დონე მაღალი”- საქართველოში ამინდი უარესდება