ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გათავისუფლებით დავიწყებდი – ტომას ჰენდრიკ ილვესი

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტომას ჰენდრიკ ილვესი “დღის სტუმრის” ეთერში ღიად საუბრობს იმაზე, რომ თუ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება უნდა, გარკვეულ წესებს უნდა მიჰყვეს.

თუ საქართველო სერიოზულად არ აღიქვამს იმას, რასაც ეს ქვეყნები ამბობენ, რასაც გირჩევენ ევროსაბჭოს პრეზიდენტი და ამერიკის სენატი, ისინი თავიანთ დასკვნებს გამოიტანენ და გადაწყვეტენ, რომ თავი აღარ უნდა შეიწუხონ, რადგან ქართველებს არ სურთ ჩვენს ჯგუფში გაწევრიანება – ამბობს ილვესი.

მისივე თქმით, პირველ რიგში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები უნდა გათავისუფლდნენ პატიმრობიდან:

,,მე დღესაც ვფიქრობ, რომ საქართველო დასავლეთის ნაწილია, მაგრამ თუ საქართველოს იმ წესებს მიხედვით არ სურს მოქმედება, რომელიც დასავლეთშია და სხვა წესებს ანიჭებს უპირატესობას, მაშინ ეს მისი გადასაწყვეტია, სიმართლეს თვალი უნდა გაუსწოროთ, თუ თქვენ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს იჭერთ მაშინ თქვენ ევროპაში სერიოზულად აღარავინ აღგიქვამთ. რადგან მათი დაპატიმრება ლიბერალურ დემოკრატიას არ შეესაბამება. ამიტომ პირველ რიგში მე იმით დავიწყებდი, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს გავათავისუფლებდი, რადგან მათი დაპატიმრება ლიბერალურ დემოკრატიას არ შეესაბამება. არ მინდა ზედმეტად ჩავერიო თქვენს შინაურ საქმეებში, მაგრამ თუ თქვენ არ მიაქცევთ ყურადღებას იმ რჩევებს, რომლებსაც ჩვენ გაძლევთ მაშინ ჩვენი სამყაროს ნაწილი ვერ იქნებით”, – აღნიშნა ილვესმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილის განცხადებები ემოციური და გაუაზრებელია
შემდეგი სტატიასამოქალაქო საზოგადოება ვადამდელ არჩევნებს ითხოვს