ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ „ქართული ოცნება“ კახა კალაძის სახით ფსევდო ოპოზიციის შექმნას გეგემავას

მიანიშნებს თუ არა თბილისი მერი კახა კალაძე საზოგადოებას ოპოზიციაში გასავლის შესახებ – ოპოზიციური ლიდერები „ქართული ოცნების” გენერალური მდივნის განცხადებას აფასებენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ „ქართული ოცნება“ კახა კალაძის სახით ფსევდო ოპოზიციის შექმნას გეგემავს.
„ლეიბორისტული“ პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილს სჭირდება საკუთრი ოპოზიცია.

„ივანიშვილს ორგანულად სჭირდება საკუთარი ოპოზიცია და უკეთესს ვის შემქნის, გარდა ამ სამტრედიელი აფერისტის, რომელიც ევროპული მასშტაბის გადამგდები და საკუთარი კვალის მიმდევარია“, – აცხადებს ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, თბილისის მერმა დაუშვა ვარაუდი, რომ ოპოზიციაში ყოფნისას თავის გუნდთან ერთად, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არ წავა.

banner
წინა სტატიაშითამარ იოსელიანი : 2020 წლის აუდიტს საქართველოს პორტები მომზადებული ხვდებიან
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა მინისტრი შვედეთის სამეფოს იუსტიციისა და მიგრაციის მინისტრის მოადგილეს, სახელმწიფო მდივანს შეხვდა