ოპოზიციონერი დეპუტატები ნატო ჩხეიძე და როსტომ ჩხეიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან

ოპოზიციონერი დეპუტატები ნატო ჩხეიძე და როსტომ ჩხეიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან. მათ პოლიტიკურ ჯგუფს „თავისუფლება“ ეწოდება, რომლის რეგისტრაციის საკითხს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი 23 ივნისის პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

პარლამენტში რიგით მეცხრე პოლიტიკური ჯგუფი შეიქმნება.

ნატო ჩხეიძე და როსტომ ჩხეიძე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ. მათ აღნიშნული ფრაქცია მას შემდეგ დატოვეს, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას მხარი დაუჭირეს.

banner
წინა სტატიაშიესტონეთის მთავრობამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი შეათანხმა
შემდეგი სტატიამიუხედავად იმისა, რომ პროგრესი მიღწეულია, აშკარაა, საქართველოს ჯერ კიდევ აქვს ჩასატარებელი გარკვეული სამუშაო – როსვალი