ოპოზიციისთვის მიკუთვნებულ ბიულეტენებს საეჭვოდ ცნობდნენ და აბათილებდნენ- ბურდული

“ცესკოს” ყოფილი თანამშრომელი, ივანე ბურდული ამბობს, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე ბათილი ბიულეტენების რაოდენობა ძალიან მაღალი იყო. ბურდულის თქმით, ოპოზიციური პარტიებისთვის მიკუთვნებულ ბიულეტენებს კომისიის რომელიმე წევრი საეჭვოდ ასახელებდა, შემდეგ კომისიის წევრები ერთობლივად განიხილავდნენ და ხმათა უმრავლესობით, ბათილად ცნობდნენ.

ბუდულის თქმითვე, ბიულეტენების ეჭვის საფუძველი შეიძლება ნებისმიერი რამ გამხდარიყო.

“სამწუხაროდ, ჩვენს კანონმდებლობაში სწორედ ეს მომენტია, რომ ეჭვის საფუძველი ჩვეულებრივად შემოხაზულიც შეიძლება გახდეს და მაგაზეც შეიძლება თქვას რომელიმე წევრმა, რომ მოდი, ეს საეჭვოებში გადავდოთ და მერე ვუყაროთ კენჭი. მერე უკვე კომისიის ხმებზეა დამოკიდებული, შეუძლიათ უყარონ, როგორც ბათილი”, – თქვა ივანე ბურდულმა.

ივანე ბურდული გადაცემაშივე ამბობს, რომ თითქმის ყველა შემთხევაში, კომისიამ ბათილად მიიჩნია ბიულეტენი, სადაც ამომრჩეველს ერთი ციფრი ჰქონდა გადახაზული და მეორე – შემოხაზული. მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში ამომრჩევლის ნება გამოხატულია და ამიტომ კომისიას ასეთი ხმები უნდა დაეცვა.

რაც შეეხება საჩივრებს, ცესკოს ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ მიმდინარე არჩევნებზე რამდენიმე ასეული საჩივარი, სადაც არსებით დარღვევაზე იყო საუბარი, განხილვის გარეშე დარჩა.

“საოლქო საარჩევნო კომისია მხოლოდ საჩივრების მოშორებაზე იყო გადასული და არა მათ რეალურად განხილვაზე” – ივანე ბურდული.

banner
წინა სტატიაშიდროულად განიხილონ საჩივრები, ხელმეორედ გადათვალონ შედეგები -ომბუდსმენი აპარატი
შემდეგი სტატიაპოლიციამ სოლოლაკში ბიზნესცენტრის მიმდებარედ მომხდარ სროლის ფაქტზე ერთი პირი დააკავა