ოპოზიციის ულტიმატუმს შეუერთდა პრეზიდენტი – ნამდვილად არ წაადგება არსებულ სიტუაციას – ვოლსკი

პრეზიდენტი ოპოზიციის ულტიმატუმს შეუერთდა, – ასე ეხმიანება “ინტერპრესნიუსთან” პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე სესიის მოწვევაზე განკარგულების გამოცემას.

როგორც ვოლსკი განმარტავს, მმართველი გუნდი იმ დღის წესრიგით და გრაფიკით გააგრძელებს ევროკავშირის 12 პუნქტთან დაკავშირებით მუშაობს, როგორც ეს გაწერილი ჰქონდათ.

“წარმოდგენილია 4 საკითხი, მათ შორის, მხოლოდ ერთია პირველი მოსმენით განხილული, ეს არის საარჩევნო ბარიერის საკითხი და ისიც კიდევ გადახედვას მოითხოვს მეორე მოსმენამდე, ანუ წინასწარ განხილვას კომიტეტის თუ დაინტერესებულო ექსპერტების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. დანარჩენი საკითხები, რაც შეეხება გენერალური პროკურორის არჩევას, პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებს, სასამართლო რეფორმას, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის საკითხს, ამას წინასწარი განხილვა არანაირად არ ჰქონია კომიტეტებში და საერთოდ ამ თემებთან მიმართებაში რადიკალური ოპოზიციის მოთხოვნა იყო ფაქტობრივად ულტიმატუმი, რომ მათ მიერ წარმოდგენილი ეს წინადადებები წინასწარი ყოველგვარი განხილვის გარეშე მიგვეღო და პირდაპირ რიგგარეშე სესიაზე. ამ ულტიმატუმს შეუერთდა პრეზიდენტი, რაც არასწორია სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც ნამდვილად არ წაადგება არსებულ სიტუაციას“,- აღნიშნა მან.

კითხვაზე, რიგგარეშე სესიის ფარგლებში ჩაატარებენ თუ არა კომიტეტებს და სხდომებს, ვოლსკი აცხადებს, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება.

„რასაკვირველია არ შეიძლება ამის გაკეთება. იმიტომ კი არა, რომ ვიღაცას ჯინში ვუდგავართ, საკითხებს განხილვა სჭირდება. დასახელებულია ყველა თარიღი, რომლის ფარგლებში უნდა განვიხილოთ განვიხილოთ 12 – პუქნტიანი გეგმის ცალკეული საკითხები და მოვემზადოთ შესაბამისად. შემდეგ უნდა გავიტანოთ ეს საკითხები პლენარულ სხდომაზე განსახილველად. ეს იმდენად ჩვეულებრივი პროცედურაა, რომ არ მეგონა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით პრეზიდენტი მიიღებდა გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ვოლსკიმ.

წინა სტატიაშიილია დარჩიაშვილმა გაცნობითი სახის შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან
შემდეგი სტატიამელიქიშვილის გამზირის ნაწილზე ზონალურ-საათობრივი პარკირებით სარგებლობა დროებით შეიზღუდება