ოპოზიციის წევრებს მარჯანიშვილზე უცნობი პირმა შეურაცხყოფა მიაყენა

ხმაური და დაპირისპირება მარჯანიშვილის მოედანზე – უცნობი პირი ,,ენმ”-ს სამგორის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ბესო გაზდელიანს თავს დაესხა და შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტი მალევე ჩხუბში გადაიზარდა, რომლის განეიტრალება საპატრულო პოლიციამ მალევე მოახერხა.

გარდა ამისა, ავტოკოლონით მიმავალ აქციის მონაწილეებს გარკვეულ მოქალაქეთა ჯგუფი შეურაცხმყოფელი შეძახილებით ხვდებოდა, რაც დაპირისპირების შექმნის საფუძველს იძლეოდა.

“სანამ ,,ქართული ოცნება” გონს არ მოეგება, ასეთ რეჟიმში მოუწევს გაბრაზებული მოქალაქეების მოსმენა” -აცხადებდნენ დღეს აქციის მონაწილეები.

banner
წინა სტატიაშილომჯარია – აუცილებელია, სახელმწიფოს მიერ შექმნილმა კონსილიუმმა გააგრძელოს მუშაობა
შემდეგი სტატიაძამაშვილი – სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზი არანაირ სივრცეს აღარ ტოვებს ინტერპრეტაციებისთვის