ოპოზიციის წევრები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს, ფილიპ რიკერს ხვდებიან

ოპოზიციის წარმომადგენლები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერს ხვდებიან.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია.

„უმნიშვნელოვანესი პროცესია ყოველგვარი წინასწარი კომენტარების გარეშე. ჯერ მოვისმენთ, რაზე იქნება საუბარი, რომ გადმოცემით არ ვსაუბრობდეთ სხვადახვა საკითხებზე. ამის შემდეგ, ჩვენ საბოლოო პოზიციას გაგაცნობთ. ჩვენ ჩვენი მოთხოვნებით შევდივართ. მოვისმენთ, რას გვეტყვიან ამერიკელი პარტნიორები, ვისაც აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, როგორც ქართული დემოკრატიის, ასევე ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით“, – განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი – საქართველოს ბედსა და მომავალს ვწყვეტთ ჩვენ, პარლამენტში შესვლა არ იქნება
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე – გადაწყვეტილების ცვლილება არ განიხილება