“ოპოზიციის წარმომადგენლებს თუ კონკრეტული წინადადებები აქვთ, სწორედ ამისთვის არსებობს პარლამენტის პლატფორმა”

„ქართული ოცნების“ წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ხელისუფლება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის მზად არის. მისივე თქმით მნიშვნელოვანია, დიალოგის გზა მოიძებნოს და გარკვეულ პოლიტიკურ საკითხებზე შეთანხმება შედგეს.

„მმართველი გუნდის სულისკვეთებაა, რომ მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გავაგრძელოთ, რის ფარგლებშიც პარტიულ ინტერესებზე მაღლა დავდგეთ. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, რომ ჩვენ პანდემია გვაქვს და საზოგადოების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა პრიორიტეტია, მოვნახოთ დიალოგის გზა, გზა იმისთვის, რომ გარკვეულ პოლიტიკურ საკითხებზე შევთანხმდეთ. ეს რა იქნება წინინასწარ ვერ გეტყვით. ჩვენ ამასთან მიმართებაში კონკრეტული საკითხები გაჟღერებული გვაქვს. ასევე ვიცით ოპოზიციის პოზიციები. ამიტომ ჩვენ ულტიმატუმის ენით არ ვსაუბრობთ. მიუხედავად იმისა, რომ მათ პოზიციებს არ ვიზიარებთ, მოლაპარაკებები ნიშნავს იმას, რომ იმის უნარი უნდა გვქონდეს, შევძლოთ მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომა. ჩვენ მზად ვართ შემდგომი რაუნდისთვის და მესამე რაუნდიდან გამომდინარე, კონკრეტული შედეგები უნდა შევაფასოთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

რაც შეეხება სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილისა და „გირჩის“ განცხადებას, ოხანაშვილი ამბობს, რომ ე.წ. ოთხი სარეფორმო ტალღის ფარგლებში მართლმსაჯულების სისტემაში ძირეული ცვლილებები უკვე განხორციელდა. მისივე თქმით, კიდევ მრავალი სარეფორმო საკითხია, რასაც გაგრძელება და გაუმჯობესება სჭირდება, ხოლო თუ ოპოზიციიდან ვინმეს საკითხთან მიმართებით ინიციატივები აქვს, სწორედ ამისთვის არსებობს პარლამენტის პლატფორმა.

„სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით იმ ე.წ. ოთხი სარეფორმო ტალღის ფარგლებში მართლმსაჯულების სისტემაში ძირეული ცვლილებები განხორციელდა. ერთი მხრივ, უზრუნველყოფილია სასამართლოს დამოუკიდებლობა, მეტი გამჭვირვალობა, სასამართლოს და მოსამართლისთვის შექმნილია მთელი რიგი გარანტიები, მათი უვადოდ დანიშვნის შესაძლებლობით. ბოლოს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან შეფასდა, როგორც მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი სასამართლო სისტემის შემდგომი განვითარებისთვის. არის მთელი რიგი სარეფორმო საკითხები მრავალი მიმართულებით, სადაც ჩვენ შემდგომი გაგრძელება გვჭირდება. დემოკრატია შეუქცევადი პროცესია, რაც იმას მიშნავს, რომ ყოველთვის საზოგადოების ინტერესების შესაბამისად უნდა ვიმუშავოთ, რათა მთელი რიგი საკითხები კიდევ გავაუმჯობესოთ. იქნება ეს სასმართლო, სხვა საკითხი და ა.შ. საუბარი შეიძლება, მაგრამ გააჩნია რაზე ვსაუბრობთ. თუ კონკრეტული წინადადებები და იდეები აქვთ, შეიძლება სხვადასხვა მიმართულებით ჰქონდეთ. ამიტომ, დაველოდოთ მოლაპარაკებათა მაგიდასთან რა საკითხებს დასვამენ ან რა საკითხებზე იყო მსჯელობა, ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი კორექტული არ იქნება. თუ კი მათ სურთ, ჰქონდეთ იდეები და ინიციატივები სხვადასხვა საკითხზე, პარლამენტის პლატფორმა სწორედ ამისთვის არსებობს და ზუსტად ამას ვთავაზობთ“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„თბილისი ენერჯიში“ აცხადებენ, რომ კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფის გაძვირება ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ განაპირობა
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილი – გარეჯთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს თავისი წილი ცოდვა მიუძღვით