ოპოზიციის წარმომადგენლებს ისანში ცივი იარაღით შეიარაღებული ე.წ ქურდული მენტალიტეტის მქონე პირები დახვდნენ

“ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს ისანში ცივი იარაღით შეიარაღებული ე.წ ქურდული მენტალიტეტის მქონე პირები დახვდნენ. შემთხვევა ისნის მე-5 საარჩევნო ოლქთან იმ დროს მოხდა, როდესაც ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენელი მარიამ დოლიძე მედიას სპეციალური სიების დამტკიცებასთან დაკავშირებით ინტერვიუს აძლევდა. ადგილზე გამოჩნდნენ უცნობი პირები რომლებმაც რესპონდენტისა და ჟურნალისტის საუბრის მოსმენის შემდეგ ოპოზიციონერს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს,-ოპოზიციურ გაერთიანებაში აცხადებენ, რომ თავდასხმა “ქართული ოცნების” დაკვეთით მოხდა და ე.წ ძველი ბიჭები “ქართული ოცნების” მიერ იყვნენ მიგზავნილი

banner
წინა სტატიაშიელსინკის კომისია: საქრთველოს მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ მომავალს
შემდეგი სტატიაჯო ბაიდენმა უკრაინის დახმარების ახალი, 425 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტის გამოყოფა დააანონსა