ოპოზიციის წარმომადგენლები თვალს ხუჭავენ იმ რისკებსა და გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს აქვს – პაპუაშვილი

პრობლემა იმაშია, რომ ბევრი პოლიტიკოსი ოპოზიციაში ხუჭავს თვალებს არსებულ უსაფრთხოების რისკებზე, თითქოს, ჩვენ ვიყოთ ქვეყანა, რომელიც რისკების გარეშე არსებობდეს, აქედან გამომდინარე ამბობდნენ, რომ დავაწესოთ სანქციები, აქედან გამომდინარე უნდოდათ ყველაფერზე მყვირალა მიდგომები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები თვალს ხუჭავენ იმ რისკებსა და გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს აქვს და იმაზე, საფრთხე რამდენად რეალურია საქართველოსთვის.

უსაფრთხოების სხვადასხვა სახის რისკები არსებობს და არა მხოლოდ ფართომასშტაბიანი ომის სახით. უსაფრთხოების ნებისმიერ რისკებზე ვსაუბრობ მე. ახლა, თქვენ თუ იქით მიგყავთ, ვინ დაიწყო ომი და ვინ არ დაიწყო ომი, არ ვიცი; ეს პრიმიტიული კითხვები მგონი, უკვე დასრულებულია. თავისთავად, სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და ამიტომაც არის, რომ გუშინ შეხვედრა მალევე ჩაინიშნა, რათა მოძიებული იქნას, ვინ არიან დამნაშავეები და ამაზე რეაქცია გვქონდეს, დამნაშავეები დაისაჯონ; მეორე – გვქონდეს საერთაშორისო საზოგადოების მკაცრი რეაქცია ამ საკითხთან დაკავშირებით და სწორედ ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მოქმედებს ხელისუფლება. პრობლემა იმაშია, რომ ბევრი პოლიტიკოსი ოპოზიციაში ხუჭავს ამაზე თვალებს, თითქოს ჩვენ ვიყოთ ქვეყანა, რომელიც რისკების გარეშე არსებობდეს. აქედან გამომდინარე ამბობდნენ, რომ დავაწესოთ სანქციები. აქედან გამომდინარე უნდოდათ ყველაფერზე მყვირალა მიდგომები. თვალს ხუჭავენ იმ რისკებზე და გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს აქვს და არა მხოლოდ საქართველოს რეგიონში, ჩვენს გარშემო შევხედოთ რამდენი რისკის რეალიზება მოხდა საბოლოო ჯამში და რა მდგომარეობაში ვიმყოფებით ჩვენ რეგიონში და საფრთხე რამდენად რეალურია საქართველოსთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების ყოველდღიური საზრუნავია, რომ რისკების რეალიზება არ მოხდეს.

„ამას საუბრობს ჩვენი ხელისუფლება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო ფართომასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ. ვსაუბრობთ იმაზე, რომ სერიოზული უსაფრთხოების რისკები არსებობს. ამაზე თვალს ხუჭავს რადიკალური ოპოზიცია, თითქოს ჩვენ ვიყოთ რაღაც კუნძული განყენებული, რომელიც დალხენილად ცხოვრობს და თითქოს, ჩვენი ორი რეგიონი ოკუპირებული არ იყოს და თითქოს რუსეთის რეგულარული არმია არ იდგეს რამდენიმე კილომეტრში საქართველოს დედაქალაქიდან. სწორედ ეს რისკები რომ არსებობს და ამ რისკების რეალიზებას რომ უნდა შევუშალოთ ხელი, ეს არის სწორედ ყოველდღიური საზრუნავი და საფიქრალი ჩვენი ხელისუფლების და შესაბამისად, წარმატება იმას გულისხმობს, როდესაც ასეთი რისკების რეალიზება არ ხდება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია იყოს მკაცრი და ცალსახა.

„რაც შეეხება ამ მკვლელობას, ამაზე რეაქცია არის რა თქმა უნდა მკაცრი როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე მნიშვნელოვანია განსაკუთრებით საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია ამაზე იყოს მკაცრი და ცალსახა. ჩვენ ვნახეთ, რომ გუშინ მალევე მოითხოვა ხელისუფლებამ შეხვედრის ჩანიშვნა, რომელიც შედგა. იცით, რომ იყო ჩვენი წარმომადგენელი იქ, რომელმაც, მათ შორის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებთან ერთად, ეს საკითხები დააყენა. მოითხოვეს გადმოცემა, დასახელება უპირველეს ყოვლისა დამნაშავეების, გამოძიება, გადმოცემა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ბერაია – საქართველოს მოქალაქეების მკვლელები ვერსად დაიმალებიან
შემდეგი სტატიაბოკუჩავა – გუშინდელმა შემზარავმა მკვლელობამ კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ „რუსული ოცნების“ ნარატივი მშვიდობაზე სრულიად ყალბია