ოპოზიციის წარმომადგენლები დონალდ ტუსკს ხვდებიან

ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს ხვდებიან. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრების განაცხადებით, დონალდ ტუსკთან ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს განიხილავენ, რაც საქართველოშია, მათ შორის 20 ივნისის მოვლენებსა და საპროტესტო აქციებზეც ისაუბრებენ.

„ყველაზე უფრო ბატონ ტუსკთან საუბარისას მაინტერესებს, უპირველეს ყოვლისა, რა მიმართულებით წავა ევროპის კავშირი, მას შემდეგ, რაც ჩატარდა არჩევნები, გამოიცვალა ყველა უმაღლესი თანამდებობის პირი, მას შემდეგ, როდესაც, შემოდგომაზე, დიდი ალბათობით, დიდი ბრიტანეთი გამოვა უკვე ხელშეკრულების გარეშე ევროპის კავშირიდან, მეორე მაინტერესებს, მისი შეფასებები იმაზე, რას ფიქრობენ იმაზე, როგორ უნდა გაგრძელდეს საქართველო – ევროპის კავშირის თანამშრომლობა. მესამე – რა შეხედულებები აქვთ იმ ტრაგედიაზე, რომელიც 20-21 ივნისს მოხდა საქართველოში, საქართველო – რუსეთის დაპირისპირების ახალ ტალღაზე და სანქციებზე, რომელიც ნაწილი შემოღებული აქვს რუსეთის ფედერაციას, ფრენები მაქვს მხედველობაში, ნაწილის შემოღება გადაიფიქრა,“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ.

,,ევროპული საქართველოს” წევრის სერგი კაპანაძის თქმით, შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე, ასევე 20 ივნისის მოვლენებზე ისაუბრენე.

„გვექნება საუბარი ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ქვეყანაშია, პირველ რიგში, იმ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც დღეს არის საქართველოში, მას მერე, რაც 20 ივნისი მოხდა, მას მერე, რაც გახარიამ ის სისხლისღვრა მოუწყო საკუთარ ხალხს, ეს კრიზისი არის განსამუხტი და ბუნებრივია, ამ განმუხტვის გზებზე გვექნება საუბარი მათ შორის. ის, რომ ახალგაზრდები აქაც გარეთ არიან შეკრებილები და აპროტესტებენ, ესეც გზავნილია და ამ ყველა ინფორმაციას ჩვენ ვაწვდით არა მარტო დონალდ ტუსკს, რამედ სხვა ლიდერებსაც,“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშიანა დოლძე და ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის შეჩერებას და კონკურსის თავიდან გამოცხადებას ითხოვენ
შემდეგი სტატიარუსლან აბაშიძე სახალხო მოძრაობა „ქართულ-აფხაზური საგის“ წარმომადგენლებს შეხვდა