ოპოზიციის წარმომადგენლები ბრიუსელსა და ვაშინგტონში მიემგზავრებიან – ელენე ხოშტარიას საგანგებო ბრიფინგი

ისტორიულ და ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებამდე, “ქართული ოცნება” ანტიევროპულ და სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო რიტორიკას არ წყვეტს. მთავრობის მეთაური და მინისტრთა კაბინეტის წევრები უმძიმეს განცხადებებს აკეთებენ და ღიად თავს ესხმიან დასავლელ პარტნიორებს. ეს ხდება მაშინ, როდესაც საქართველო კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელოდება.

ამასთან დაკავშირებით დღეს სამოქმედო გეგმა “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ საზოგადოებას გააცნო:

“პარტნიორებთან მუშაობა 2 საკითხზე: პირველი – სანქცირების პროცესის ბოლომდე მიყვანა. ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხი, რომელიც უკვე დღის წესრიგში დადგა ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, არ არის ერთადერთი, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან. სანქცირებულები უნდა იყვნენ ის ე.წ. ბიზნესმენები და ოლიგარქები, რომლებიც არიან ივანიშვილის საყრდენები.

მეორე – ჩვენი ხალხის ნების კიდევ უფრო მტკიცედ და ხმამაღლა გაცნობა პარტნიორებისთვის. “დროას” წარმომადგენლები და ოპოზიციის წევრები მიემგზავრებიან დასავლეთში, ბრიუსელსა და ვაშინგტონში, ამ ორი საკითხის გასამყარებლად”, – თქვა ელენე ხოშტარიამ.

ოპოზიციაში ერთხმად თანხმდებიან, რომ საქართველოს მთავრობის ერთადერთი ამოცანა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ფულის გადარჩენაა, რადგან თავადაც რუსული ფულით იკვებებიან.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში მცხოვრებ ეზიდებს აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ეზიდთა ერთადერთი ტაძრის „ზიარატა ეზიდის“ გახსნის დღეს ულოცავს
შემდეგი სტატია„დევნილთა მეფუტკრეობის საქმიანობის გაძლიერების” პროგრამის გამარჯვებულ ბენეფიციარებს შესაბამისი ინვენტარი გადაეცათ