7.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 13, 2026
banner

“ოპოზიციის შუამდგომლობები იდენტურია, მათ საქმის განხილვა აშფოთებთ”- თორნიკე ჭეიშვილი

“ქართული ოცნების” დეპუტატმა თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ შუამდგომლობები, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა დააყენეს, არის „აბსოლუტურად ერთმანეთის მსგავსი“.

“რეალურად, თუ დავაკვირდებით, ეს შუამდგომლობებიც არის აბსოლუტურად ერთმანეთის მსგავსი და ე.წ. პარტიების წარმომადგენლები ცდილობენ იმას, რომ სხვადასხვა ტერმინოლოგიით, სხვადასხვა სიტყვებით გადმოსცენ აბსოლუტურად იდენტური შინაარსის მქონე აზრი და შესაბამისი შუამდგომლობები დააყენონ. რაზეც პროცესის მიმდინარეობისას არცერთი შენიშვნა მიიღეს. გასაგებია, რომ საქმის განხილვის ცენტრალური ნაწილი მათ აშფოთებთ, ის პერსპექტივა, რომელიც გულისხმობს ახსნა განმარტების კითხვა-პასუხის ეტაპს, აქ კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება ანტიკონსტიტუციური ქმედებების მთელი წყება, რომელიც მითითებულია ჩვენს სარჩელში”, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბერდია სიჭინავა: კაფკას “პროცესი” რაც არის, ზუსტად იმას ვადევნებთ თვალს – არ ვიცით, ვის რა ედება ბრალად
შემდეგი სტატიაბადრი ჯაფარიძე: მეორე დღეა ვითხოვთ, გაგვარკვიონ, რაში გვდებენ ბრალს- შუამდგომლობები არ კმაყოფილდება