ოპოზიციის პროტესტი მმართველი გუნდისთვის გაუგებარია

ქართული ოცნებისთვის ოპოზიციის პროტესტი მოულოდნელი არ აღმოჩნდა, თუმცა, მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერებისთვის გაუგებარია, რატომ არ ეთანხმებიან არჩევნების შედეგებს ოპონენტები. უმრავლესობის დეპუტატები დარწმუნებულები არიან, რომ კენჭისყრის პროცესი კანონის სრული დაცვით ჩატარდა.

“მოსალოდნელი იყო, ან უნდა ღირსეულად აღიარო, რომ დამარცხდი, შეცდომები გაანალიზო, შორს გაიხედო და ქვეყანაზე იფიქრო ან ასეთი განცხადება უნდა გააკეთო, რომ არ აღაირებ, ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს, რომ ნაციონალურ მოძრაობას ასეთი დიდი მხარდაჭერა არასოდეს ჰქონია და ა.შ. ვფიქრობ, რომ სწორედ ამ მეორე გზას გაყვნენ და კიდევ ერთი დიდი შეცდომა დაუშვეს,” – აცხადებს საპარალმეტნო უმრავლესობის წარმომადგენელი, გია ვოლსკი.

პარლამენტის ვიცე სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი, კი აბობს, რომ “პროტესტის უფლება ჩვენს ქვეყანაში დაცული უფლებაა და წაგებულ პოლიტიკურ ძალას შეუძლია, მშვიდობიანი, კანონის ჩარჩოებით განსაზღვრული ფორმით ჩაატაროს აქციები, რამდენიც გაუხრდება, მაგრამ არეულობას ვერავინ შემოიტანს ჩვენს ქვეყანაში და სახელმწიფოს შესწევს იმის ძალა, რომ ქვეყანაში არეულობის შექმნის შესაძლებლობა არავის არ მისცეს”.

banner
წინა სტატიაში“ჩვენი ქვეყანა რუსული აგრესიის მსხვერპლია” – ციხელაშვილი არჩევნების შემდეგ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე პირველ კომენტარს აკეთებს
შემდეგი სტატია“გამოვლენილი დარღვევები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებთან” – ევროკავშირის წარმომადგენლობის შეფასება