“ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა არარელევანტურია” – კობახიძე საარჩევნო კოდექსზე

საარჩევნო პროცესი და გამკაცრებული კანონები – მთავრობის მიერ მომზადებულ პროექტს დეპუტატები აფასებენ. ოპოზიცია ხელისუფლებას კორცხელის ინციდენტის გადაფარვის მცდელობაში ადანაშაულებს.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით მომზადდა. ვიცე სპიკერ მანანა კობახიძის თქმით, ოპოზიციის კრიტიკა არა რელევანტურია.

„ოპოზიციის მხრიდან რაიმე ტიპის კრიტიკა, რომ ისედაც ბევრი სიმკაცრეა, აბსოლუტურად არარელევანტურია. რადგან, აქ არის საუბარი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფაზე, ამომრჩევლის უფლების დაცვაზე,“ – განაცხადა მანანა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია: მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის თაობაზე დამატებითი გამოძიება ჩატარდება
შემდეგი სტატია”გერმანია მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს”