“ოპოზიციის განცხადება, რომ იდევნებიან და ვინმე სადმე კარს უკეტავს, საფუძველს მოკლებული და ცინიკურია

ოპოზიციის განცხადება, რომ იდევნებიან და ვინმე სადმე კარს უკეტავს, საფუძველს მოკლებული და ცინიკურია,- ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე პოლიტიკურ დევნასა და პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს.

მისი თქმით, ოპოზიციას აქვს დემოკრატიული სივრცე მოქმედებებისთვის.

“რადიკალური ოპოზიციის განცხადება, რომ პოლიტიკური დევნა გააქტიურდა, არის სიცრუე, სიმართლე არის ის, რომ ჩვენ გავატარეთ ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები, კერძოდ: ოპოზიციურ პარტიებს გავუზარდეთ დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მათ აქვთ სრული წვდომა მედიაზე, კანონით მინიჭებული უფლება, რომ აკრიტიკონ სახელისუფლებო გუნდი და ამისთვის არანაირი ძალადობა და დევნა არ შეხვედრია არავის, როგორც ეს ხდებოდა სააკაშვილის მმართველობის დროს. გარდა ამისა, პარლამენტში არის 8 ოპოზიციური პარტია, რაც არასდროს ყოფილა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, ამით შეგიძლიათ დაასკვნათ, ოპოზიცია დღეს იდევნება თუ მათ აქვთ დემოკრატიული სივრცე მოქმედებებისთვის,”- განაცხადა თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით დიდ დიღომში დეველოპერული პროექტი „გრადა პანორამა“ ხორციელდება
შემდეგი სტატიაამ წუთებში, გორის სამხედრო ჰოსპიტალში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლები მიხეილ სააკაშვილს კითხავენ