ოპოზიციის გაერთიანების შემთხვევაში “ქართული ოცნება” დამარცხებისთვის განწირულია – IPSOS-ის კვლევაში 16%-იანი სხვაობაა

ფრანგული კომპანია IPSOS-ის კვლევის შედეგებს “მთავარი არხი” ასაჯაროვებს. არხის დაკვეთით გამოკითხულებმა პასუხი გასცეს არამხოლოდ იმაზე, თუ ვის მისცემდნენ ხმას, ხვალ რომ არჩევნები იყოს, არამედ იმ სურათის გათვალისწინებითაც, რომ პროდასავლური ოპოზიცია ერთიანი და ერთი საარჩევნო პოლუსია, ხოლო მეორე სუბიექტი, ანუ მეორე პულოსი “ქართული ოცნებაა”, ხოლო არჩევნები, ფაქტობრივად, ორპოლუსიანია.

შეკითხვა “იფსოსმა” ამ ფორმით დასვა: “როგორ მისცემდით ხმას, ხვალ რომ ორი სუბიექტი იყრიდეს კენჭს, გაერთიანებული პროდასავლური ოპოზიცია და “ქართული ოცნება”?.

პასუხები ასე გადანაწილდა:

პროდასავლური ოპოზიცია – 55 %; ქართული ოცნება – ბიძინა ივანიშვილი 39% .

რაც შეეხება სხვა პარტიებს, მათ ჯამში გამოკითხულთა 6% დაუჭერს მხარს.

ასევე, გამოკითხვის ფარგლებში, დასმული იყო შეკითხვა: “რამდენად ეთანხმებით დებულებას, რომ რამდენიმე პარტია ხელისუფლებაში (ანუ კოალიციური მთავრობა) ქვეყნისთვის სასარგებლოა “, რაზეც შემდეგი პასუხები გამოიკვეთა:

სრულიად ვეთანხმები 39.2%; მეტნაკლებად ვეთანხმები 29.8%; არ ვეთანხმები 10.4%; ვეწინააღმდეგები 10%.

ფრანგულმა კომპანია IPSOS-მა, “მთვარი არხის” დაკვეთით, პირისპირ გამოკითხა 1500 ადამიანი, საველე სამუშაოები ჩატარებულია – 27 იანვარი-5 თებერვალი შუალედში, ცდომილება – 2.5%-ს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშისოხუმში ტროლეიბუსების ხაზი დაზიანდა
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძის სახლთან კედელში დამალული იარაღი იპოვეს