25.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

“ოპოზიციის ერთიანობა არის გამარჯვების ფორმულა და ხელისუფლებას ამის ეშინია”- ფოფხაძე

ფოფხაძის შეფასებით, ოპოზიციურ ფლანგზე არსებული ქიშპობა და წინააღმდეგობა „ქართული ოცნების“ მთავარი სურვილია, რადგან მმართველ გუნდს საკუთარი თავის პიარზე მეტად ოპონენტების შავ პიარზე უადვილდება მუშაობა. ამის შესახებ მან “პოლიტქალაქში” განაცხადა.

„საბოლოო ჯამში, საზოგადოება მიიღებს ერთიან ოპოზიციას, როგორც გარდამავალ პოლიტიკურ სუბიექტს. ოპოზიციის ერთიანობა არის გამარჯვების ფორმულა და ხელისუფლებას ამის ეშინია“, — აცხადებს ფოფხაძე.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა პატიმრობაში მყოფ ლიდერებზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად შიდა უთანხმოებისა, არსებობს კონსენსუსი მათ პოლიტიკურ სტატუსთან დაკავშირებით:

„მიშაც [მიხეილ სააკაშვილი] სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია, ორივე პოლიტპატიმარია ამ მოცემულობაში და მაგაზე ვთანხმდებით, რომ სააკაშვილი რაღაც კონკრეტული დანაშაულისთვის კი არ ზის, არამედ პოლიტიკური მოტივით ზის. პოლიტპატიმარი ის კი არ არის, ვინც დანაშაული ჩაიდინა ან არ ჩაიდინა, არამედ ის, ვის მიმართაც პოლიტიკური მართლმსაჯულება განხორციელდა“, — განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: პოლიციის დამსახურებაა, რომ სახელმწიფომ ხელისუფლების გადატრიალების რამდენიმე ძალადობრივი მცდელობა აღკვეთა
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი: პოლიციელზე გადის ის უხილავი ზღვარი, რომელიც წესრიგს ქაოსისგან იცავს