“ოპოზიციის ერთიანი პოზიციის ერთგულები ვიქნებით”- ენმ ხაზარაძის ინიციატივაზე

“ოპოზიციის ერთიანი პოზიციის ერთგულები ვიქნებით” – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, აკაკი მინაშვილი მამუკა ხაზარაძის ინიციატივას, რომ თუ “ოცნება” მოსამართლეების დანიშვნას გააგრძელებს პარლამენტიდან გავიდნენ.

“ბატონი ხაზარაძის რეაქცია იყო ძალიან ადეკვატური, ძალიან სწორი და ჩვენ, “ნაციონალური მოძრაობა” არაფერს გამოვრიცხავთ, ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ როგორც მივიღეთ გადაწყვეტილება პარლამენტში შემოსვლის დროს, ჩვენ ვიქნებით ოპოზიციის ერთიანი პოზიციის მიმდევარი და ერთგული”, – თქვა აკაკი მინაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“პოლიტიკური შანტაჟი”- თალაკვაძე მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე
შემდეგი სტატიაჯაფარიძე ხაზარაძის ინიციატივაზე: რაც ლელომ განაცხადა, კი, მაგაში საღი აზრი არის