14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

“ოპოზიციის ერთადერთი მაშველი რგოლი უშინაარსო და გარედან მართული პროტესტია”- ცოტნე ანანიძე

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის საქმიანობასა და საპროტესტო აქტივობებს ეხმაურება.

ანანიძის შეფასებით, ოპოზიციის პროტესტი ხელოვნურია და მას რეალური მიზანი არ გააჩნია.

„„ქართული“ ოპოზიციის ერთადერთი მაშველი რგოლი, ყველასთვის მობეზრებული ე. წ. უწყვეტი პროტესტია, რომელიც თავის მხრივ, ზუსტად ისეთივე უშინაარსო და გარედან მართულია — როგორც ე.წ. „ქართული ოპოზიცია“. სწორედ ასე მთავრდება ყველა ხელოვნური „წინააღმდეგობა“, რომელსაც არც ფორმა აქვს, არც შინაარსი და რაც მთავარია, არც მიზანი, რამაც შესაბამის მდგომარეობაში ჩააგდო ოპოზიცია“, — წერს ცოტნე ანანიძე.

banner
წინა სტატიაში4 000 დოლარი საქართველოში დარჩენისა და საზღვრის გადაკვეთის სანაცვლოდ — პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიამშენებლობის ნებართვები და ობიექტების ლეგალიზება — ბათუმის მერია ახალ სსიპ-ს ქმნის