11.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

„ოპოზიციის ალიანსის” ლიდერები პატიმრების ოჯახის წევრებს ხვდებიან

„ოპოზიციის ალიანსი” პატიმრების ოჯახის წევრებთან შეხვედრას მართავს.

შეხვედრაზე, „ოპოზიციის ალიანსში” გაწევრიანებული ყველა პარტიის ლიდერია მისული. ისინი პატიმრების ოჯახის წევრების შეკითხვებს პასუხობენ.

როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, პატიმრების ოჯახის წევრებთან საუბარი შეეხება იმას, თუ როგორ შეუძლიათ პოლიტიკურ პარტიებს პროტესტის გააქტიურება.

„პატიმრების ოჯახის წევრები, პროტესტის მნიშვნელოვანი ნაწილი არიან, პატიმრების ღელვის საგანი არა საკუთარი თავები, არამედ საკუთარი ოჯახის წევრებია.

გვინდა ვისაუბროთ პატიმრების ბედზე, მაგრამ არა მხოლოდ. ვისაუბრებთ მთავარ საკითხებზე და არა მხოლოდ ჩვენს გეგმებს გავუზიარებთ, არამედ მათ ხედვებსაც მოვისმენთ, თუ როგორ შეუძლიათ პოლიტიკურ პარტიებს პროტესტის გააქტიურება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშიირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომისიის თავმჯდომარე – ისრაელის მხარდაჭერის გამო, უკრაინა ირანის ლეგიტიმურ სამიზნედ იქცა
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: თუ „ოცნებას“ საერთოდ დაკარგული არ აქვს საკუთარ მომავალზე ხედვა, რაიმე რაციონალური ნაბიჯის გადადგმა მართებს