29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

,,ოპოზიციის ალიანსი” პოლიციის მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველ კადრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სისტემა ჟონავს და რამდენიც არ უნდა ეცადოს შსს დაგვაჯეროს რომ ვითომ ეს ყველაფერი არის ერთჯერადი, ეპიზოდური ძალადობის ფაქტები, ყველამ კარგად ვიცით, რომ სინამდვილეში ეს არის სისტემური წამების პრაქტიკა, რომელიც არის დამკვიდრებული საქართველოს პოლიციაში. რამდენიმე დღის წინ ვნახეთ გორში ადამიანების წამებისა და ღირსების შელახვის ამსახველი კადრები. ახლა უკვე ზუსტად ვიცით, რომ შსს-ს თანამშრომლები თავად იღებენ წამების ამსახველ ვიდეომასალას და აზიარებენ შემდეგ სხვადასხვა ჩატებში,- განაცადა გიგა ლემონჯავამ ოპოზიციის ალიანსის ბრიფინგზე, პოლიციის მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველ კადრებთან დაკავშირებით.

,,ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და ვიცით, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ სისტემური წამების ამსახველი მასალა. გახადეთ ეს მასალა საჯარო. ამით ერთი მხრივ, შეამსუბუქებთ საკუთარ პასუხისმგბელობას და მეორე მხრივ, დაიცავთ სხვებს სისტემური წამებისგან.

ზუსტად ამ წამების ფაქტის დროს, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, აჭარის პოლიციის უფროსი იყო გრიგოლ ბესელია, რომლის ჩვენების საფუძველზეც ციხეში ზის ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. ვინმეს სჯერა, რომ აჭარის პოლიციის უფროსმა არ იცოდა რა ხდებოდა ქობულეთის განყოფლებაში? – რა თქმა უნდა, არა. ეს მოძალადე სისტემა უნდა დასრულდეს. დამხობა რეჟიმს, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”,- განაცადა გიგა ლემონჯავამ.

ოპოზიციის ალიანსი მოქალაქეებს დღეს 19 საათზე ფილარმონიასთან შეკრებისკენ მოუწოდებს. “სისტემური წამება უნდა დასრუდეს” – ასეთია ტრადიციული შაბათის მარშის მთავარი ლოზუნგი.

banner
წინა სტატიაშისაბა სხვიტარიძის დედა: ჩემი შვილი აწამეს, მარტო ჩემს კარზე არ აკაკუნებს პოლიცია, ეს თქვენც შეგეხებათ
შემდეგი სტატიაუკრაინამ რუსეთში, კრასნოდარის მხარეში ნავთობისა და გაზის ტერმინალი დაბომბა