ოპოზიციის ალიანსმა „ეროვნული მობილიზაციის კამპანია“ დაიწყო.
„დღეს, 31 მარტს, ოპოზიციის ალიანსი ვაცხადებთ, რომ ვიწყებთ ერთობლივ – ეროვნული მობილიზაციის კამპანიას“, – განაცხადა ალიანსის სახელით ზურაბ ჯაფარიძემ, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ დამფუძნებელმა.
ოპოზიციის ალიანსის განცხადებით, “26 მაისამდე, ეროვნული მობილიზაციის კამპანიის ფარგლებში შევიკრიბებით ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში და სხვა ქალაქებში.
და 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, შევიკრიბებით თბილისში.
გამარჯვებისთვის, ერთად, ბოლომდე!”

















